ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოს საქმე ისე გაუხდეს, რომ მაქარაშვილთან იმართლოს თავი, რამდენი ასეთი საქმეც წავიდა სტრასბურგის სასამართლოში, ყველგან გაიმარჯვა საქართველომ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეთა ჯგუფის მონიტორინგს შეეხებოდა.
"ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოს საქმე ისე გაუხდეს, რომ მაქარაშვილთან იმართლოს თავი. რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს იმართლებს თავს მაქარაშვილთან, რომელიც წავიდა უკრაინაში და იქ რეები აკეთა კიდევ მაგაზე ბევრი ჭორ-მართალი არსებობს. რამდენი ასეთი საქმეც წავიდა სტრასბურგის სასამართლოში, ყველგან გაიმარჯვა საქართველომ. და თავი უნდა იმართლონ იმათ, ვისაც ჰქონდა რევოლუციის 5 მცდელობა ჩვენს ქვეყანაში, გასული 4 წლის განმავლობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.




