GE EN

დღის სიახლეები

მთავრობა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება-საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და ჩვენ უსასყიდლოდ გავატარებთ იმ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება

"ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. ყოველდღიურ კავშირზე ვიმყოფებით ჩვენს კოლეგებთან, რამდენადაც ჩვენ ძალიან ბევრი სექტორი გვაკავშირებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს თანამშრომლობას შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, სადაც საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ერთმანეთთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით ვოპერირებთ და მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი ინფრასტრუქტურების განვითარება, გამტარუნარიანობის ზრდა, რათა ჩვენმა ქვეყნებმა გააგრძელონ და შექმნან ის უპირატესობა, რომ შუა დერეფანი იყოს ერთ-ერთი გამორჩეული სატრანსპორტო მარშრუტი“- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

1765608149

პარლამენტი

პრემიერი

პრემიერი: ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

1696682177

პრემიერი: არანაირი მოკლე გზა არ არსებობს - ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

1696502833

სოცმედია

"ბათუმის ნავთობტერმინალის" ხელმძღვანელმა პირებმა, განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც  15 000 000 ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს - დაკავებულია ყაზახეთის 3 მოქალაქე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგვის ფაქტზე, 2025 წლის 3 დეკემბერს, სამი პირი დააკავეს.

1764852813

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) და სხვა მღვდელმთავრებს შეხვდა

საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სხვა მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად საპატრიარქოში შეხვდა.

1764769518

სხვა სიახლეები

მარიამ ქვრივიშვილი: მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება ენერგეტიკის სექტორისთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, რადგან კომპანიები ამ თანხებს სრულად მოახმარენ უშუალოდ  პროექტების განვითარებას

„ჩვენი მოტივაცია არის ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება კერძო სექტორისთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, რამდენადაც ისინი ამ თანხებს სრულად მოახმარენ უშუალოდ ენერგეტიკული პროექტების განვითარებას და  ამით აჩქარდება დადგმული სიმძლავრეებიც ყოველწლიურად“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

1765605278

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საჩხერე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

1765603380

მარიამ ქვრივიშვილი: რიგი ობიექტური გარემოების გამო ინვესტორები ენერგეტიკულ პროექტებს ვერ ახორციელებდნენ დათქმულ ვადებში, თუმცა, ბევრი  პროექტი დაგვხვდა ისეთიც,  რომელიც არ ემსახურებოდა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას

"არსებობდა რიგი ობიექტური გარემოებები, რის გამოც, როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთი ენერგეტიკული პროექტები განეხორციელებინათ დათქმულ ვადაში, მაგრამ, ამავდროულად, არსებობს რიგი არაობიექტური გარემოებებიც, მათ შორის, ძალიან ბევრი  პროექტი დაგვხვდა ისეთი,  რომელიც არ ემსახურებოდა სახელმწიფოს წინაშე  ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“ - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვით, დაახლოებით 1700 მეგავატზე გაფორმებული  მემორანდუმები გაუქმდა.

1765602120

სოფელ ღულელებში მომხდარი ძალადობის და განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელებში მომხდარი ძალადობის და განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

1765552217