GE EN

სოცმედია

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, სიონის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს (ფოტორეპორტაჟი)

სიონის საპატრიარქო ტაძარში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ და კათოლიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს.

1774353986

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იმყოფება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, წერს რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. 

1774273343

არქიმანდრიტი იოვანე: კვირას, 09:00 საათზე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს წირვას - მსოფლიო პატრიარქი წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას

კვირის მსახურება დილით დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს წირვას. მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი დაახლოებით 11:00 საათზე დაეშვება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მედიას განუცხადა.

1774006282

საქართველო ქოლგების ქვეშ - სამების ტაძარი ამ წუთებში (ფოტორეპორტაჟი)

მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველო კათოლიკოს-პატრიარქთან გამოსამშვიდობებალად. 

1773984069

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი დაესწრება

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხრუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი დაესწრება. 

1773865976

"სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ"

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა, – ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.

1773843333

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ივანიშვილი სამძიმრის წერილს აქვეყნებენ.

1773810798

საფრანგეთში, ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის მერმა, რომელსაც გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა

მარსელთან ახლოს მდებარე პენ-სიურ-იუვონის კომუნაში მოქმედმა მერმა არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა. ნიკოლა ბაძუკის, რომელსაც ბრალი ედება გაუპატიურებასა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ძალადობაში ორი ყოფილი პარტნიორის მიმართ, მცირედი უპირატესობა აქვს. 

1773665929

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით საქართველოში  მიწისძვრა მოხდა. 

1773234183

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა

დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირს, სოხუმის მერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს წევრს, გურამ გაბესკირიას (2 მარტი, 1947 წელი) 79  წელი შეუსრულდებოდა.

1772448092

სახალხო დამცველი №5 ქალთა დაწესებულებაში ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას შეხვდა

2026 წლის 26 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეხვდა.

1772100859

"საერთაშორისო გამჭვირვალობა": სანქციების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფმა კომპანიებმა რუსეთთან თითქმის 6 მილიარდი ფუნტის ღირებულების ვაჭრობა განახორციელეს

დიდი ბრიტანეთის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და დასავლეთის მიერ რუსეთის დასანქცირების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებში რეგისტრირებულმა კომპანიებმა, რუსეთთან, სულ მცირე,6 მილიარდი ფუნტის ღირებულების 29 000 სავაჭრო გარიგება განახორციელეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა": სანქციების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ტერიტორიებში რეგისტრირებულმა კომპანიებმა რუსეთთან თითქმის 6 მილიარდი ფუნტის ღირებულების ვაჭრობა განახორციელეს

1772094400

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა.

1770206367

პროკურატურა: ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან - სასამართლოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მივმართავთ

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

1769592119

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. დემოკრატიისა და საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების საერთაშორისო კონფერენცია ინდოეთის საარჩევნო კომისიის, ინდოეთის დემოკრატიის და საარჩევნო ადმინისტრაციების საერთაშორისო ინსტიტუტისა (IIIDEM) და დემოკრატიისა და საარჩევნო ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) მიერ იყო ორგანიზებული.

1769419661

WHO და UNFPA: საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და განკურნება შესაძლებელია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო იმუნიზაციისა და სკრინინგის მნიშვნელობას.  

1769416754

კულტურის მინისტრი დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.

1769414000

"ნაცმოძრაობა": ჩვენს პარტიას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს იულია ტიმოშენკოსთან - დარწმუნებული ვართ, რომ ის გამართლდება და განაგრძობს წვლილის შეტანას უკრაინელების კეთილდღეობაში

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რადას საპარლამენტო ფრაქცია "ბატკივშჩინას" ლიდერს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც პარლამენტის წევრებისთვის ქრთამის შეთავაზებაშიa ეჭვმიტანილია მხარდაჭერას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს.

1769097844

აშშ-ს საელჩო საემიგრაციო ვიზების შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები საელჩო სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს

1768462982

ზურაბ ჯაფარიძე: აღმოჩნდა გირაოდ ჩემი ბინის გამოყენება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული - მჭირდება გირაოს თანხის შეგროვება

ამჯერად თხოვნით მოვედი - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. 

1768382749

თამარ ჩერგოლეიშვილი გუბაზ სანიკიძეზე: ამ  შავრაზმელი ფოხანის იმედად ვინც იყო, ყოველ დღე წინა დღეზე მეტად რომ ფარჩაკდება, ქართველი ერის შაერთებული სიბრძნის გამოვლინებად მივიჩნევ

“ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ “არაბულ ისლამს უშვებენ საქართველოში” და რომ არაბების მთავარი მოთხოვნა პირველი მეჩეთის აშენებაა. ჩერგოლეიშვილი ასევე კანონზომიერად მიიჩნევს, რომ სანიკიძის გამპიარებელი ტელევიზიებიდან ერთი დაიხურა და დანარჩენები დახურვის პირას არიან.

1768200706

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინს სურს გააკონტროლოს საარჩევნო პროცესები უკრაინაში - ჩვენ არ დავეთანხმებით, რომ ვინმემ გაგვაკონტროლოს

უკრაინის პრეზიდენტი არ აპირებს პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნებას - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.  

1766225301

"ბათუმის ნავთობტერმინალის" ხელმძღვანელმა პირებმა, განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც  15 000 000 ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს - დაკავებულია ყაზახეთის 3 მოქალაქე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგვის ფაქტზე, 2025 წლის 3 დეკემბერს, სამი პირი დააკავეს.

1764852813