„გაფართოებულ საეკლესიო კრებასთან დაკავშირებით ძირითადი სამზადისი ხდება საპატრიარქოში, ამიტომ ვადევნებთ თვალს. ძალიან ბევრი საკითხებია მოსაგვარებელი, ტექნიკური ნაწილია ძალიან დაწვრილებით გასავლელი, რომ ყველაფერი იყოს წინასწარ განსაზღვრული. რაც შეეხება თარიღს, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება. – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
"პროცედურა მდგომარეობს იმაში, რომ სინოდის წევრები კვლავ უყრიან კენჭს, ახლა უკვე იქნება კენჭისყრას სამ კანდიდატს შორის. თუმცა, იქ მხოლოდ სინოდი არ იქნება შეკრებილი. გაფართოებული კრება ჰქვია იმიტომ, რომ ყველა ეპარქიიდან, ყველა მონასტრიდან და უმაღლესი სასულიერო სასწავლებლებიდან იქნებიან წარმომადგენილი, ასევე იქნებიან სამოქალაქო პირები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტიდან და მათი თანდასწრებით მოხდება კენჭისყრა. დელეგატს უფლება აქვს სიტყვით მიმართვის და ესეც წინასწარ იქნება განსაზღვრული. დელეგატების რაოდენობა ზუსტდება, 2 000-ს მიაღწევს სრული რაოდენობა. იცით, რომ სამი კანდიდატი იყრის კენჭს. პირველივე ტურში 20 ხმას თუ მოიპოვებს ვინმე, მეორე ტური აღარ ჩატარდება, ხოლო თუ სამი კანდიდატიდან არცერთს არ ექნება 20 ან მეტი ხმა, მაშინ ორ დაწინაურებულ კანდიდატს შორის გაიმართება მეორე ტური, იმავე დღეს, იქვე“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.




