ქალაქ ბაღდათში ცენტრალურ სტადიონთან და სოფელ ნერგეეთში  138  სხვადასხვა ჯიშის ნერგი  საჯარო სკოლების პირველკლასელებმა დარგეს.

სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ჩართულობით მოეწყო. გამწვანების ღონისძიებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძე  ადგილობრივი ხელისუფლების და  რესურსცენტრის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

აღნიშნული  ინიციატივის მიზანია, ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.