ბათუმის მუნიციაპლური ინსპექცია გარე ვაჭრობაზე მონიტორინგს განაგრძობს. მოქალაქეების მიერ საფეხმავლო ბილიკზე თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლების ალაგება მიმდინარეობს და იმ ობიექტების დაჯარიმება, რომლებიც სამართალდარღვევის შესახებ არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული.
საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვა, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.
უნებართვო კომერციული საქმიანობის ფაქტზე ფიზიკური პირი 500, ხოლო იურიდიული პირი 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმდება.
მუნიციპალური ინსპექციის, ოპერატიული რეაგირების ჯგუფები, გარევაჭრობაზე მონიტორინგს ქალაქის მასშტაბით, ეტაპობრივად უზრუნველყოფს.