გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფონიჭალაში  მომხდარი ტარგედიის გამო სამძიმრის წერისლ აქვეყნებს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. განსაკუთრებით მძიმეა იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან.

ეს უმძიმესი დანაკარგია არა მხოლოდ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ თითოეულ მათგანს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. "  - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სამძიმრის წერილში.  

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ფონიჭალაში, 5 -სართულიანი საცხოვრებელი კორპუსში სავარაუდოდ აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. 

ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 გარდაცვლილი, 5 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა