ბათუმში, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში,  აჭარის ღია ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში გაიმართა.

შეჯიბრება IPF საერთაშორისო წესების დაცვით ჩატარდა.

აღნიშნულ ტურნირში, ფოთის ძალისმიერი სამჭიდის კლუბ "ფაზისი 2011" - ის ათლეტებმა წოლჭიმში, სამ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს და  ჭაბუკებში სამივე წონით კატეგორიაში 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

59 კგ წონითი კატეგორია (ჭაბუკები) 
III ადგილი - ვლადიმერ გაბედავა (წოლჭიმი 62.5 კგ.)

66 კგ წონითი კატეგორია (ჭაბუკები) III ადგილი - ლუკა გულუა (წოლჭიმი 52.5 კგ.)

74 კგ წონითი კატეგორია (ჭაბუკები) III ადგილი - ლუკა პატარაია (წოლჭიმი 92.5 კგ.)

მწვრთნელი: ლევან გორგოძე
კლუბის ხელმძღვანელი, მწვრთნელი: დავით გულუა.

აღსანიშნავია ლუკა გულუას დებიუტი, რომელმაც საკუთარ წონით კატეგორიაში შეძლო საპრიზო ადგილის მოპოვება.

ჩემპიონატი აჭარის ათლეტიზმის ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.