სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში საფრანგეთი 4:3 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრებიდან გამარჯვებები ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ირაკლი დემეტრაშვილმა (+90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოიპოვეს. შავდათუაშვილმა მეტოქე დამატებით დროში („ოქროს ქულით“) დაამარცხა.
სოფიო სომხიშვილის (+78 კგ) ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან დაპირისპირება 0:1-დან დაიწყო.
კონტინენტის პირველობის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთი იქნება.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია.