„ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ არის ისეთი პარტიების, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას და პირდაპირ აზიანებენ საქართველოს ეროვნულ და ხალხის ინტერესებს,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი არ არის ბრძოლა პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ და ეს არის ბრძოლა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად.
„ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ არის ისეთი პარტიების, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას და პირდაპირ აზიანებენ საქართველოს ეროვნულ და ხალხის ინტერესებს. საკონსტიტუციო სარჩელი არ ნიშნავს ბრძოლას პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩემი აზრით დაუშვებელია საკონსტიტუციო სარჩელში მოხსენიებული პარტიების ყოფნა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასე მიიჩნევს ქართველი ხალხიც. ამას კი მოწმობს ბოლო რამდენიმე არჩევნებში სულ უფრო და უფრო შემცირებული ამ პარტიების რეიტინგი,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.




