"არაერთხელ, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადე, რომ არათუ გამოყენებული, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კამიტი, ასეთი ნივთიერება არასდროს შეუძენია. გაქრა ეს ცილისწამება, ვერ შედგა და ალბათ ახლა ცდილობენ სხვადასხვა ტერმინის გამოყენებას, ამაზე საუბარი არასერიოზულია" - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ განაცხადა.
"მთავარი იარაღი არის სიმართლე. არაერთხელ, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადე, რომ არათუ გამოყენებული, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კამიტი, ასეთი ნივთიერება არასდროს შეუძენია. გაქრა ეს ცილისწამება, ვერ შედგა და ალბათ ახლა ცდილობენ სხვადასხვა ტერმინის გამოყენებას, ამაზე საუბარი არასერიოზულია.
გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გააჟღერა, რაც იყო გამოყენებული, საერთაშორისო პრაქტიკა რაც არსებობს. ჩვენ რა ნივთიერებებიც გვაქვს, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება მსგავსი ნივთიერების გამოყენება. არც გვაქვს არანაირი ნივთიერება, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობისთვის არის საშიში“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
ცნობისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით აქციების დროს წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებენ.
მათი მხრიდან სარჩელში ნახსენები არ არის სიტყვა „კამიტი“.




