საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გემო ფესტთან და ფრიდაიდის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დანიშნა

21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს, ხოლო 21-28 თებერვალს რეგიონში ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“, ნატახტრიდან მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, 5 დამატებითი ავიარეისი დანიშნა.

დამატებითი ავიარეისები, რეგულარული რეისების პარალელურად, 19-23 თებერვლის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

19 თებერვალი: ნატახტარი - მესტია , გაფრენა 13:00

19 თებერვალი: მესტია - ნატახტარი,  გაფრენა 14:15

19 თებერვალი: ნატახტარი - მესტია , გაფრენა 15:45

19 თებერვალი: მესტია - ნატახტარი,  გაფრენა 17:15

20 თებერვალი: ნატახტარი - მესტია , გაფრენა 15:00

20 თებერვალი: მესტია - ნატახტარი,  გაფრენა 16:30

22 თებერვალი: ნატახტარი - მესტია , გაფრენა 15:00

22 თებერვალი: მესტია - ნატახტარი,  გაფრენა 16:30

23 თებერვალი: ნატახტარი - მესტია , გაფრენა 15:30

23 თებერვალი: მესტია - ნატახტარი,  გაფრენა 17:0023 თებერვალი: მესტია - ნატახტარი,  გაფრენა 17:00

ამ ეტაპზე, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში 6 სიხშირით სრულდება. შეგახსენებთ, ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გემო ფესტისა 🍷🧀 (21-22 თებერვალი) და ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატის 🏂🌍 (21-28 თებერვალი) პერიოდში მესტიის მიმართულებით 5 დამატებითი ავიარეისი დანიშნა.

დამატებითი ფრენები 19-23 თებერვალს, რეგულარული რეისების პარალელურად შესრულდება. 🛫✨

🎫 განრიგის სანახავად გადადი ბმულზე

https://airports.ge/flight/list