„ერთია, „ოცნება“ ზეპირსიტყვიერად რას ამბობს, მაგრამ მეორეა, კანონში რას ჩაწერს. უნდა ვნახოთ, რა ცვლილებები შემოვა პარლამენტში. მას შემდეგ, რაც კანონპროექტს ვნახავთ, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ." - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
"ფაქტია, რომ საქართველოში ეს პრობლემა მწვავედ დგას. დღეს რა სახითაც არსებობს ეს სფერო, უმწვავესი პრობლემაა. რას გეგმავს „ოცნება“, ეს კანონპროექტში უნდა ვნახო. შეუძლებელია იმაზე მსჯელობა, რაც ზეპირსიტყვიერად თქვეს. ეს საკითხი რთული და პრობლემურია იქიდან გამომდინარე, რა ფორმებიც მიიღო საქართველოში“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: პოლიტიკური გაერთიანების სათავეში ყოფნისთვის მე ვარ იდეალური ყველასთვის, სხვა არავინ არ არის, თან 75 წლის გავხდები მალე, დიდი დრო არ გამაჩნია და არც დიდი ამბიცია