გურჯაანში, მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალება ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი რთველიდან ბრუნდებოდა და მუშები გადაჰყავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.