ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. 

"ჩვენი ფიქრები და ლოცვები იმ ოჯახებისკენაა მიმართული, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ყველა დაშავებულს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას,"- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში

შეგახსენებთ, ესპანეთში, ორი ჩქარი მატარებლის შეჯახებისას, სულ მცირე 30 კაცი დაიღუპა