საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ  ერდოღანსა და თურქ ხალხს  იზმირში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარს უცხადებს და ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ  ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და არაერთი ადამიანი დაშავდა. 

ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ტრაგედიის
 შედეგად დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.