საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ხვალ, 2026 წლის 1 ივნისს, 10:00 საათზე, წმინდა მოციქულთასწორ ნინოს საქართველოში შემობრძანების დღესთან დაკავშირებით, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში, ღია ტრაპეზზე შესრულდება სადღესასწაულო ღვთისმსახურება.
წირვას აღასრულებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) მღვდელმთავრებთან ერთად.
12:30 საათზე პარაკლისს აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III. - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




