მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში გატარებული წლებისთვის 🇬🇪⚽️❤️ - ამის შესახებ საქარრთველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სოციაურ ქ1სელში წერს.
"მასთან ერთად ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ქართველ გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება აჩუქა და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ წარმატებას მიაღწია - პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება. დაუვიწყარ მოგონებად დარჩება პირველად გაჟღერებული საქართველოს ეროვნული ჰიმნი, თამაში და ისტორიული გამარჯვება.
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებთან ერთად მიღწეული ისტორიული შედეგები სამუდამოდ დარჩება ქართველი გულშემატკივრების მეხსიერებაში.
მადლობა ვილის პროფესიონალიზმისთვის, განსაკუთრებული ერთგულებისა და იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რომლებიც ერთად განვიცადეთ.
მადლობა ვილი
Merci Willy - წერს ლევან კობიაშვილი "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, ვილი სანიოლმა პოსტი დატოვა - საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს