„ყველა ქვეყანა, მით უმეტეს, დღევანდელი პოლიტიკური არეულობის დროს, ცდილობს საკუთარი დემოკრატიის, საარჩევნო პროცესების, პოლიტიკის, ეკონომიკის დაცვას. - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა  განაცხადა. 

"იმავეს აკეთებს საქართველოც, მაგრამ ასევე კარგად ხედავს იმ ორმაგ სტანდარტს, ორმაგ დამოკიდებულებას ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან, რომლებიც საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნების გამო ცდილობენ საქართველოს კრიტიკას, რაღაც „რუსული კანონების“ ძახილს, მაშინ როცა იგივე საფრთხეების წინაშე დგებიან, თავადაც იმავეს აკეთებენ.

ძალიან კარგად ჩანს ის სიყალბე და ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ ვხედავთ-ხოლმე დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან და სხვებისგან, რომლებიც თავის დროზე, საქართველოს აკრიტიკებდნენ სრულიად უსაფუძვლოდ“, - განაცხადა მახაშვილმა.