„ირლანდიაში გაიმართება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას,“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ დისკუსიაში, სადაც ევროპელი ლიდერები ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ევროპის ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ.