„ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრა იმართება ერევანში და პრემიერ-მინისტრო მონაწილეობს მიიღებს ამ შეხვედრაში. გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია, რომელიც შეეხება დაკავშირებადობას და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ზოგადად ევროპის რეგიონისთვის.– ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როცა ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ამ ფორმატში სწორედ პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ამ დისკუსიებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.




