ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მარგიანის ქუჩის N18ა-ში რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოეწყო. 

გზის ჩამოშლისგან  დამცავი კედლის სიგრძე 17 მეტრს, ხოლო საშუალო სიმაღლე 6 მეტრს შეადგენს. მშენებლობისას გამოყენებულია 77 ერთეული 10-მეტრიანი ხიმინჯი.
 
პროექტის ღირებულება 374 000 ლარს შეადგენს.
 
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასა და მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად შეხვდა.