ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მესტიასა და ცაგერში ტექნიკური საფეხბურთო ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტების ფარგლებში უნდა მოეწყოს საფეხბურთო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.
სამუშაოების საერთო ვადა 12 თვით განისაზღვრება.




