მიხეილ სარჯველაძე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი, დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ის ვიცე-პრეზიდენტ ტროელს რიე-ანდერსენს შეხვდა.
საქართველო, კომპანიასთან, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს. მხარეებმა, პროგრამული მედიკამენტის მიწოდების საკითხები განიხილეს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოსთვის, პრიორიტეტულია თითოეული ბენეფიციარის ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების სრულად დაკმაყოფილება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მუდმივი კომუნიკაცია და აქტიური შეხვედრები კომპანიის ხელმძღვანელებთან, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მუდმივ განვითარებას.
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე ესწრებოდა.
ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა და მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები გამართა.




