4 ოქტომბრის საქმეში ბრალდებული ყოფილმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
მოგვიანებით დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულება ლაშა ბერიძე.
შეგახსენებთ, 2026 წლის 7 მაისს თბილისის საქალაქოს სასამართლომ როკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს სასჯელის სახედ და ზომად 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას და ნიკა გვენცაძეს სასჯელის სახედ და ზომად 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ირაკლი შაიშმელაშვილს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად განუსაზღვრა.