ხაშურის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი პაატა ჩადუნელი შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და რწმუნებულის მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილმა მუნიციპალური სამსახურებისა და ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს წარუდგინეს.

პაატა ჩადუნელმა ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ნდობის გამართლებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძალიან მალე ხაშური გადაიქცეს გამართული ინფრასტრუქტურის მქონე სუფთა, ლამაზ ქალაქად, რაშიც, დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ წვლილს შეიტანს“, - აღნიშნა პაატა ჩადუნელმა.

მერმა ხაზი გაუსვა მუნიციპალური სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების საქმიანობაში გუნდურობის, პროფესიონალიზმის, დეტალებზე ორიენტირებულობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ თითოეული მოქალაქის საჭიროებები მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია.