უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები „უაზრო ნგრევად და გაუმართლებელ ძალადობად“ შეაფასა.
საფრანგეთიდან შოკისმომგვრელი ვიდეოები და ფოტოები ვრცელდება. ბოლო დღეებში გაძლიერებული ვანდალიზმისა და ძალადობის ფონზე, განადგურდა ისტორიული შენობები, დაშავდა ასობით პოლიციელი და მიყენებულ იქნა უზარმაზარი მატერიალური ზიანი.
ამ უაზრო ნგრევისა და გაუმართლებელი ძალადობის ფონზე, ალბათ, ყველასთვის ნათელი ხდება, თუ რატომ უჭერს უნგრეთი მხარს მიგრაციის მიმართ ყველაზე მკაცრ მიდგომას და რატომ არ შევასუსტებთ საზღვრის დაცვასა თუ საიმიგრაციო პოლიტიკას, რა ზეწოლაც არ უნდა განხორციელდეს ჩვენზე.
მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის მიმდინარე სამიტზე ნათლად გამოჩნდა: ევროპული ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ „გაიღვიძა“ და სურს, უარი თქვას წარსულის შემწყნარებლურ პოლიტიკაზე. ვიმედოვნებთ, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი.
ეჭვი არ შეგეპაროთ: მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტი ერთი რამ არის, ხოლო ვანდალიზმი და ძალადობა — სულ სხვა. პირველი ფუნდამენტური უფლებაა, მეორე კი — მძიმე დანაშაული.
ევროპა, რომელიც ყველას გვიყვარს, დღეს სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, დავეხმაროთ კონტინენტის შენარჩუნებაში, რათა ის ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ ადგილად დარჩეს.
ევროპას შეუძლია უნგრეთის იმედი ჰქონდეს.
სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ფრანგ ხალხს." - წერს უნგრეთის პრემიერმინისტრი X-ზე.
Shocking videos and images are coming out of France. Historic buildings have been destroyed, hundreds of police officers have been injured, and enormous material damage has been caused amid the escalating vandalism and violence of recent days. In the face of this senseless destruction and unjustified violence, perhaps it is now clear to everyone why Hungary advocates the strictest possible approach to migration, and why we will not weaken our border protection or immigration policy under any pressure. I am glad that the current EU summit has made it clear that the overwhelming majority of European countries have woken up and want to break with the permissive policies of the past. We hope it is not too late. Let there be no doubt: peaceful and lawful protest is one thing; vandalism and violence are quite another. The former is a fundamental right; the latter is a serious crime. The Europe we all love is in serious trouble today. It is our responsibility, too, to help preserve our continent as the most wonderful place in the world for our children and grandchildren. Europe can count on Hungary. I express my full solidarity with the French people.
— Magyar Péter (Ne féljetek) (@magyarpeterMP) October 18, 2026