იყო აბსოლუტურად უნაკლო, ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი და როდესაც ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერ, ბუნებრივია, აქ აჩვენებ სისუსტეს რესურსების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტზე გახარიას პარტიის პოზიციას შეეხებოდა.
"მე მგონია, რომ უფრო მეტად მათ არ ჰყოფნით გამოცდილება, ზოგადად რესურსი პარლამენტში სათანადოდ, ხარისხიანად მუშაობის და ალბათ ამის შედეგია ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ. იყო აბსოლუტურად უნაკლო, ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი და როდესაც ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერ, ბუნებრივია, აქ აჩვენებ სისუსტეს რესურსების თვალსაზრისით,“- განაცხადა პრემიერმა.




