საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.

პრემიერმა ირაკლი ყანდაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ასოციაციის სამომავლო გეგმები და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.

 შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.