საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს.
"ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების 70 წლის იუბილეს!
გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას თქვენს ოჯახთან ერთად, ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!




