პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, პროკურორმა სალომე ქემაშვილმა გარდაბნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე პროკურორმა ყურადღება გაამახვილა ქორწინების იძულებაზე, ოჯახში ძალადობასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.