ოქროს ბურთი“-ს გადაცემის ცერემონიალზე, რომელიც ლონდონში ჩატარდა, გაირკვა რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ფრანგული საფეხბურთო კლუბის "პარი სენ-ჟემენის" ფეხბურთელი  ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელების ათეულში მოხვდა.

"კვარამ" "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში მეექვსე ადგილი დაიკავა. 

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო ცერემონიალს ვერ დაესწრო.

 საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს და ფრანგულ  კლუბ "პესეჟეს" ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას (მუხლის ტრავმა) ამ კვირაში, დოჰაში, მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის (ACL) გაწყვეტის გამო ოპერაცია ჩაუტარდება.

კვარაცხელიას ოპერაცია ყატარში, „ასპეტარის“ (Aspetar) კლინიკაში ჩაუტარდება.

„ოქროს ბურთი“-ს ნომინანტთა შორის ხვიჩა კვარაცხელია მესამედ მოხვდა. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანი „პარი სენ-ჟემენის“ შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. "კვარა" ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეექვსე ადგილი საუკეთესო შედეგია.

1981 წელს ქართველი ფეხბურთელი რამაზ შენგელია მე-7 ადგილზე გავიდა, მე-8-ზე – ალექსანდრე ჩივაძე. 

„ოქროს ბურთის“ გამარჯვებულად ჰარი კეინი დაასახელეს და  ჰარი კეინი ოქრო ბუცის მფლობელი გახდა

ალექსია პუტელასი ქალთა შორის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მესამედ დაასახელეს

წლის საუკეთესო კლუბად „პარი სენ-ჟერმენი“ დაასახელეს

წლის საუკეთესო მეკარე უნაი სიმონი გახდა

წლის საუკეთესო მეკარე უნაი სიმონი გახდა

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ლამინე იამალი გახდა, საუკეთესო მწვრთნელი კი ლუის დე ლა ფუნტე

დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში:

საუკეთესო თავდამსხმელი (კაცები)

ჰარი კეინი (ინგლისი / „ბაიერნი“)

საუკეთესო თავდამსხმელი (ქალები)

შარლინ კორალი (მექსიკა / „პაჩუკა“)

საუკეთესო კლუბი (კაცები)

„პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი)

საუკეთესო კლუბი (ქალები)

„ბარსელონა“ (ესპანეთი)

„სოკრატესის ჯილდო“ (ფეხბურთს მიღმა საზოგადოებრივი საქმიანობისთვის)

ბუკაიო საკა (ინგლისი / „არსენალი“)

საუკეთესო მეკარე (კაცები)

უნაი სიმონი (ესპანეთი / „ბილბაო“)

საუკეთესო მეკარე (ქალები)

კატა კოლი (ესპანეთი / „ბარსელონა“)

საუკეთესო მწვრთნელი (კაცები)

ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრები)

საუკეთესო მწვრთნელი (ქალები)

პერე რომეუ (ესპანეთი / „ბარსელონა“)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (კაცები)

ლამინ იამალი (ესპანეთი / „ბარსელონა“)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (ქალები)

ვიკი ლოპესი (ესპანეთი / „ბარსელონა“)