პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განახლების მიმდინარე პროცესებზე. მინისტრის თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა რეგიონებში შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა.

„ყვარლის ცენტრალური სტადიონის ადგილზე იგეგმება ტექნიკური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. გამოცხადებულია სამშენებლო ტენდერი. მოეწყობა 200 მაყურებელზე გათვლილი ხელოვნურსაფარიანი მოედანი და ტექნიკური ცენტრი, რომელიც აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარითა და მოედნების მოვლის ტექნიკით. კომპლექსში იქნება გასახდელები, სველი წერტილები და სათავსოები,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.