საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას და შემდეგ საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ პატრიარქის განკარგულებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე მას დააკისროთ . თუმცა მართალი სიტყვისა და თავისუფლების ჩახშობა არ გამოგივათ. საქართველოს ეკლესიამ ასეთს და მეტსაც გაუძლო და კიდევ გაუძლებს!
ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მამა დოროთე ყურაშვილს!" - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკში".




