„შეხვედრაზე EUROCONTROL-ის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველო იმ 14 სახელმწიფოს შორის მოხვდა, რომლებმაც 2026 წელს დღიური აფრენა-დაფრენების ისტორიული რეკორდი დაამყარეს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) დირექტორმა, გივი დავითაშვილმა EUROCONTROL-ისა და საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც თბილისში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

„EUROCONTROL-ის მონაცემები მოიცავს უშუალოდ ქვეყნის აეროპორტებში შესრულებულ აფრენა-დაფრენებს, რაც მოწმობს, რომ საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოწინავე საავიაციო ბაზარია.“ - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2026 წელი საქართველოსთვის საჰაერო მიმოსვლის განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა, საპროგნოზო მაჩვენებლები კი ფრენების კიდევ უფრო მატების მოლოდინს იძლევა.

დამატებით, ინფორმაცია სააგენტოს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე: https://www.facebook.com/GeorgianAviation/posts/pfbid0yhXsznm3TLMAXRQSkQc42nFfWSrRsZNdcMxEJSPLeJ4kJQdykBqoqS8cDB5tVJ1cl?rdid=UABLL3yMHSi9NQMh#