ნაძალადევის რაიონის გამგეობამ სანზონაში, N1 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის მიხედვით, 4 000 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება; მოეწყობა სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, ახალი საფეხმავალო ბილიკები და დამონტაჟდება ვიდეომონიტორინგის კამერები; დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ, პარლამენტის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალერიან პაპუაშვილმა დაათვალიერეს.
სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 720 000 ლარია გათვალისწინებული.