საქართველო-რუმინეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა Biletebi.ge-ზე 2 მაისს დაიწყება
საქართველო-რუმინეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა Biletebi.ge-ზე 2 მაისს დაიწყება.
ამ შეხვედრაში გურამ კაშია 17-წლიან სანაკრებო კარიერას დაასრულებს და ეროვნულ ნაკრებს ბოლოჯერ უკაპიტნებს.
ერთად გავაცილოთ კაპიტანი! - წერს ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში
ცნობისთვის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 ივნისს ჩვენი გუნდი რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 5 ივნისს – ბაჰრეინს.
გულშემატკივრისთვის იქნება სამი კატეგორიის ბილეთი, რომლის ღორებულება 20, 40 და 60 ლარი იქნება. ბილეთები ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება, ერთ ადამიანს, მხოლოდ 3 ბილეთის შეძენა შეეძლება.




