საქართველოს რკინიგზის განცხადება

"მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, რუსული მხარე საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს, განვმარტავთ, რომ  „საქართველოს რკინიგზაში“ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც "ფეისბუკში" გამოქვეყნდა.