თბილისის დროით 03:43 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით 22 კილომეტრში, სოფელ საღამოსთან მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა.




