დღეს ეკა გიგაურის კუთვნილი „ენჯეო“ ესტონეთი ხელისუფლების კონტროლქვეშ არის, თუმცა უცნობია, ვინ აფინანსებს მას. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
„ერთადერთია, რომ არ ვიცით, ვინ არის ამ დავალების მიმცემი, ვინაიდან ისინი მალავენ თავის დამფინანსებლებს. დღეს მისი „ენჯეო“ არის ესტონეთი ხელისუფლების კონტროლქვეშ, რეგისტრირებულია ესტონეთში. დაინტერსედით მედია, ვინ აფინანსებს ამ ადამიანს, თუ ამას გაიგებთ, იმ წუთსავე გაიგებთ, ვინ მტრობს საქართველოს, ვინაიდან ეს არის მტრული პოლიტიკა საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში.
შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პატიმართა ანალოგიური სია ადრეც მოამზადა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი შეყვანილი არ იყო. რაზედაც მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკზე" დაწერა: სრულიად სამარცხვინოდ, „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში. იმედია, გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც, რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ