„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“, „ბატონო ტრამპ, ქართველი ხალხი ითხოვს მეგობარ აქტს“. „ნაციონალური მოძრაობა“ რიყის პარკის ტერიტორიაზე აქციას მართავს
მთავარი მოთხოვნა მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
ენმ-ს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მიხელი სააკაშვილმა, "გაწირა საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომ ჩამოსულიყო [უკრაინიდან საქართველოშო] და მოეცა ჩვენთვის თავგანწირვის მაგალითი". მან პატიმრობაში მყოფ სხვა თანაგუნდელებზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა არ გატყდა, ჩვენ ვართ ყველაზე გაუყიდავი პარტია, ჩვენ ვართ ყველაზე პრინციპული პარტია, ჩვენ ვართ ყველაზე ეროვნული, ქართული პარტია და ეს პარტია აუცილებლად გაიმარჯვებს და გააგრძელებს აღმშენებლობის 9 წელს საქართველოში".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის ამბობს, რომ "ზუსტად 14 წელია, რუსულმა რეჟიმმა არნახულ რეპრესიებს გამოატარა მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ერთგული, ყველაზე მებრძოლი, ყველაზე რეპრესირებული და ყველაზე გაუყიდავი პარტია მთელ ოპოზიციურ სპექტრში - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიშასთან ერთად". მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის "ქვეყნის ეროვნული სირცხვილი".

მთავარი კითხვა ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებში არის შემდეგი - როგორ დავამარცხოთ რეჟიმი და ვის ვენდოთ? პასუხი მარტივია - რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია და გადის მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე. 14-წლიან წრეზე ხომ ვიარეთ ოპოზიციური ერთობის და საბოლოოდ ვნახეთ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისი ჩრდილისაც ეშინია ბიძინა ივანიშვილს ციხეში მყოფისაც კი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მხოლოდ მას შეუძლია, დაასრულოს ოლიგარქიული რეჟიმი" .
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ლევან ხაბეიშვილის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, ზვიად კუპრავას და გიორგი ბარამიძის ფოტოები.
შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: "ნაცმოძრაობის" დაანონსებული აქციის მონაწილეები გეგმავენ შეკრების გამართვას რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე - მოუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრება - მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს
ფოტოები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი