აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით შეაჩერა. 

როგორც ანანიძე აღნიშნავს, დაძაბულობის გეოგრაფია იზრდება, ამის მიუხედავად, ევრობიუროკრატია კი საკუთარ შეცდომებს ვერ ხედავს და კვლავ მორალური არბიტრის როლშია.

"საინტერესოა, კიდევ რამდენი მოკავშირის გამო უნდა დაფიქრდეს ევრობიუროკრატია საკუთარ შეცდომებზე: საქართველო, ამერიკა, აზერბაიჯანი... დაძაბულობის გეოგრაფია იზრდება, ევროპელი ბიუროკრატები კი კვლავ უშეცდომო მორალური არბიტრის როლში არიან," - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.