განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილმა, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

დაჯილდოების მიმდინარეობისას ხაზი გაუსვეს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას, მათ ამაგს მომავალი თაობების აღზრდის საქმეში და მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს მრავალწლიანი ერთგული სამსახურისთვის.

"ჩვენი ვალია ჯეროვნად დავაფასოთ იმ ადამიანების ამაგი, ვინც ყოველდღიურად ქმნის ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის მომავალს" , აღნიშნა მერმა.