სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამორალურია ის საქციელი და თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

 კირცხალიას თქმით, მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს. "თითოეული ეს ადამიანი არის სრულიად დაცლილი მორალისგან. მაგრამ ეს არის მათი სახე და ასეთი განცხადებები და მიდგომები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ ისედაც განადგურებულ ამორალურ რეპუტაციას, საზოგადოება შეაფასებს მათ საქციელს“, - განაცხადა კირცხალიამ.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ფონიჭალაში, 5 -სართულიანი საცხოვრებელი კორპუსში სავარაუდოდ აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. 

ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 გარდაცვლილი, 5 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.