რამდენიმე დღის წინ  ჩხოროწყუს მერს დათო გოგუას ფიზიკურად დაუპირისპირდა მერიის ყოფილი თანამშრომელი. 

ჩხოროწყუს მერთან  ფიზიკური დაპირისპირების გამო სპორტის განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავეს.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.