23 ნოემბერს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის დიდ ტაძარში, საღმრთო ლიტურგიას  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.

წირვა დაიწყება დილის 10 საათზე. 

მრევლს გთხოვთ, მობრძანდეთ და შემოგვიერთდეთ სადღესასწაულო წირვაზე. - ინფორმაციას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ავრცელებს.