"დღეს აქ ყოფნით ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. ჩვენ, ღირსეულად უნდა გავხდეთ ევროპის წევრები -  ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრების მსვლელობისას  "ქრონიკასთან" განაცხადა. 

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ცოტნე ივანიშვილი საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე გამოჩნდა.  

"ქართული ოცნების" ახლგაზრდულ ფრთას საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე - "ენა, მამული, სარწმუნოება" ცოტნე ივანიშვილი მოუძღვება.

პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.