ფრანგული კლუბის "პარი სენ-ჟემენის" ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გუშინდელი მატჩის დროს დაშავდა.  მან ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში მარჯვენა მუხლზე წინა ჯვარედინი იოგი (ACL) გაიწყვიტა.

მომხდარ ფაქტზე ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა. 

"ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ.

ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ წამს არ დავაკლებ.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით." -  წერს ხვიჩა კვარაცხელია "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ფრანგული კლუბის "პარი სენ-ჟემენის" ფეხბურთელია, გუშინდელი მატჩის დროს დაშავდა. 

ხვიჩა კვარცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლამინე იამალის „ბარსელონა“ დაამარცხა