პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება.
საკითხი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.

ცვლილების თანახმად, კანონის გარდამავალი დებულების ნაწილს ემატება საგამონაკლისო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე - პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება პირს, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ზვიად გაბისონიას განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია ერთჯერადია და ვრცელდება მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელზე და არ ცვლის კანონით დადგენილ ზოგად წესს.