თბილისის საქალაქო სასამართლომ "საბოტაჟის საქმეზე" პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

ცნობისთვის, ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო უკვე შეფარდებული ჰქონდათ გიორგი ვაშაძესა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ასევე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომელთაც სასამართლომ თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, 2025 წლის 6 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ  საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.